JPMorganChase-ის ანალიზში საქართველო უკვე რისკის სინონიმად იქცა: რას ნიშნავს „ქართული სცენარი“ უკრაინისთვის და ჩვენთვის

JPMorganChase-ის გეოპოლიტიკური ცენტრის ახალი ანალიზი რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასასრულსა და ევროპის მომავალს ეხება, უკრაინისთვის რამდენიმე სცენარს განიხილავს. მათ შორის ერთ-ერთს ავტორები პირდაპირ „ქართულ სცენარს“ უწოდებენ.

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და ევროპის მომავალი – ასე ქვია ანალიზს, რომელშიც წერია, რომ JPMorgan-ის შეფასებით, უკრაინისთვის ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი „ფინური სცენარია“.

აშშ-ის უმსხვილესი ბანკის ანალიტიკოსებმა ძველ  პროგნოზებს გადახედეს: ახლა საბაზისო სცენარად, 50%-იანი ალბათობით, მიიჩნევენ ომის დასრულებას მოლაპარაკებების გზით, უკრაინის ტერიტორიული დათმობებით, მაგრამ სუვერენიტეტის, არმიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროკურსის შენარჩუნებით.

გასულ წელს JPMorgan უფრო სავარაუდოდ „ქართულ სცენარს“ მიიჩნევდა, რომლის მიხედვითაც უკრაინა თანდათან რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებოდა. ახლა ამ ვარიანტს 30%-ით აფასებენ, რადგან ევროპამ მხარდაჭერა გაააქტიურა, ხოლო დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიები უფრო თვალსაჩინო გახდა.

საუკეთესო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო სცენარად ანალიტიკოსები „სამხრეთკორეულს“ ასახელებენ: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ან აშშ-ის მკაცრი გარანტიები, ევროპული ჯარების ყოფნა და ქვეყნის დასავლური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ქცევა. ამ სცენარის ალბათობას მხოლოდ 5%-ით აფასებენ.

უკრაინისთვის რისკებს შორის JPMorgan ასახელებს ირანში ომს, რომელიც დასავლეთის არსენალებს ფიტავს და რუსულ ენერგორესურსებზე ფასებს ზრდის, ასევე ტრამპის შესაძლო ზეწოლას კიევზე, რათა მან ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული პირობები მიიღოს.

ჩვენთვის საინტერესო ანალიზის ის ნაწილია, რომელიც ქართულ სცენარს აღწერს:

გთავაზობთ ანალიზის იმ ნაწილს, რომელიც ქართულ სცენარს ეხება.

“როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის „ქართული სცენარი“?

დემოკრატიული დრეიფი უსაფრთხოების საყრდენების გარეშე

2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ საქართველომ დასავლეთის დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ტალღა მიიღო, თუმცა ეს მხარდაჭერა არ მოიცავდა არც ჯარების განთავსებას და არც უსაფრთხოების მკაფიო დაპირებებს. დღეს საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ — რომელსაც რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ოლიგარქი უჭერს მხარს — ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინა და კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონები მიიღო, რასაც აშშ-ისა და ევროკავშირის დაფინანსების შეჩერება მოჰყვა. პოლიტიკური არასტაბილურობა და დემოკრატიული უკუსვლა, რომელსაც რუსეთის მზარდი გავლენა უწყობს ხელს, უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირების ფონზე ინვესტორთა ნდობაზეც აისახა.

ამავე დროს, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა: მხოლოდ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2022–2023 წლებში საქართველოს მშპ-ის 15%-ზე მეტი შეადგინა, რაც მას ქვეყნისთვის ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ წყაროდ აქცევს. გაიზარდა ვაჭრობა და პირდაპირი მიმოსვლა, მკვეთრად მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამაც. 2023 წლის მხოლოდ 30,5 მილიარდი დოლარის მშპ-ით — რაც ოკლაჰომის ეკონომიკის მერვედია — საქართველოს მცირე, ფულად გზავნილებსა და ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა ჯერ კიდევ იზრდება, მაგრამ სულ უფრო მოწყვლადი ხდება.

საქართველო, რომელიც ერთ დროს რეფორმების წარმატებულ მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს აჩვენებს, როგორ შეუძლია სანდო უსაფრთხოების და ინსტიტუციური საყრდენების არარსებობას თანდათან დააზიანოს დემოკრატიული მმართველობა და შეასუსტოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

უკრაინამ მსგავსი შედეგის შემთხვევაში თავდაპირველად შესაძლოა დონორთა ენთუზიაზმისა და რეკონსტრუქციის დახმარების ტალღით ისარგებლოს. მაგრამ დასავლურ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სტრუქტურებში მყარად ინტეგრირების გარეშე, უკრაინა გეოპოლიტიკურ ნაცრისფერ ზონაში ნელი დრეიფის რისკის წინაშე დადგება.

თითქმის 7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილიდან გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დაბრუნება აღარ ისურვოს, რაც ეკონომიკას ძალიან საჭირო კვალიფიციურ სამუშაო ძალას დააკლებს. რისკის მიმართ ფრთხილმა ინვესტორებმა შესაძლოა თავი აარიდონ არასტაბილურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე გარემოს, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეზღუდავს და ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეაფერხებს.

უკრაინამ შესაძლოა ხელახლა გახსნას მოწყვლადი სავაჭრო დერეფნები ან არაფორმალური დამოკიდებულებები, რომლებიც რუსეთთან იქნება დაკავშირებული. ბიზნესისთვის დაზღვევის ხარჯები და რისკის პრემიები მაღალი დარჩება, რაც კონკურენტუნარიანობას დააზიანებს. სამხედრო ძალების ზომასა და შესაძლებლობებზე შეზღუდვებმა — თუ ისინი მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდება — შესაძლოა ნაადრევად შეაფერხოს უკრაინის დინამიკური თავდაცვისა და ტექნოლოგიური სექტორები და ომისშემდგომი ზრდის პოტენციური ძრავა გააქროს.

პარადოქსულად, აღმოსავლეთის ტერიტორიების დაკარგვამ შესაძლოა ერთგვარი „ტურნიკეტის“ როლი შეასრულოს — კიევი ჩამოაშოროს დონბასში ძვირადღირებულ აჯანყებას და რეკონსტრუქციის ფოკუსი უფრო მართვად, ნაკლებად დაზიანებულ რეგიონებზე გადაიტანოს, რომლებსაც ნაკლები სახელმწიფო ხარჯი დასჭირდება.

მყარი ვალდებულებების გარეშე, უკრაინის მომავალი შეიძლება საქართველოსას დაემსგავსოს — მძიმე შეხსენება იმისა, რომ ომები შეიძლება დასრულდეს სამართლიანი მშვიდობის გარეშე, ხოლო ყველაზე ძლიერი პროდასავლური განწყობაც კი შეიძლება განელდეს, თუ მას დასავლური ინსტიტუტები სათანადოდ არ უპასუხებენ.“ – წერია ანალიზში.

რა არის ეს ორგანიზაცია და რატომ აქვს მის ანალიზს დიდი წონა

JPMorganChase Center for Geopolitics არის JPMorganChase-ის გეოპოლიტიკური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ბანკის კლიენტებს აძლევს ანალიზს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებზე. თავად JPMorganChase მას აღწერს როგორც რესურსს კლიენტებისთვის, რომლებიც გლობალურ ტენდენციებზე დროულ ანალიზსა და ხედვას ეძებენ. ცენტრის შექმნისას JPMorganChase-მა განაცხადა, რომ მისი მიზანია კლიენტებისთვის სტრატეგიული ხედვის, გამოცდილებისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის მიწოდება სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკაში.

ანუ ეს არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის ტექსტი. ეს არის ანალიზი, რომელსაც კითხულობენ კომპანიები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და გლობალური ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები:

ამიტომ ეს ანალიზი მხოლოდ გეოპოლიტიკური შეფასება არ არის. ეს არის სიგნალი იმ წრეებისთვისაც, სადაც წყდება, რომელ ქვეყანაში შევიდეს კაპიტალი, სად გაიხსნას ბიზნესი, სად დაიგეგმოს გრძელვადიანი ინვესტიცია და სად არის რისკი იმდენად მაღალი, რომ ფული უბრალოდ სხვა მიმართულებით წავიდეს.

ინვესტორისთვის ასეთი სურათი ძალიან მარტივად იკითხება: პატარა ეკონომიკა, მაღალი პოლიტიკური რისკი, უსაფრთხოების გაურკვევლობა, დასავლურ კურსზე ეჭვები და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება. ასეთ ქვეყანაში ინვესტიცია ან არ შედის, ან შედის უფრო ძვირად, უფრო მოკლევადიანად და უფრო ფრთხილად. სწორედ ამას ნიშნავს, როცა ქვეყანა გლობალურ ანალიტიკაში „ცუდ მაგალითად“ ფიქსირდება.

პოპულარული

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში...

მოლდოვაში მასშტაბური ქოლცენტრების ქსელი გაანადგურეს – საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში,...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის...

ყველა ამბავი

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველო ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას ევროპულ გზაზე ამ ორ ქვეყანას შორის...

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ , „მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ“ - ხომ თქვენი სიტყვებია?...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული ოცნება არ მიუწვევიათ. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, Euroscope წყაროზე დაყრდნობით...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! "  - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ...

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ნაქურდალის სამალავში 90 000 ევროს ძვირფასეულობა აღმოაჩინეს

იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ უდინეს ცენტრში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებულია ბინის ქურდების მაღალორგანიზებული ჯგუფი.გამოძიების ინფორმაციით, ფაქტზე დააკავეს საქართველოს...

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტზე საგანგებოდ...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ სამხედრო სერვისის, „სტარშილდის“, მოძრავ ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა. როგორც  უკრაინელი...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს კიევის რამდენიმე ენერგოობიექტზე, მათ შორის დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს თბოელექტროსადგურზე...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა - თავდასხმის...