ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.