ჩუგოშვილმა მდინარაძეს მიკროფონი გამოურთო – ხმაური პარლამენტში

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციამ მინისტრ ბატიაშვილისგან კონკრეტული პასუხების გაცემა მოითხოვა, ამ პოლემიკაში კი “ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო – დებატების რეჟიმით უკმაყოფილო ჩუგოშვილმა კი, კოლეგას მიკროფონი გამოურთო.