“ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს!”- ეზუგბაია

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ 42 (ინფექციურში სწორედ ამდენი პაციენტია – რედ.) დადასტურებული შემთხვევიდან, უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ კლინიკა ეტაპობრივად დატოვა მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში. ამ ეტაპზე, 42 პაციენტიდან, 32 განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.