“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო”-ღარიბაშვილი

“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობასთან  განაცხადა.

“2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით და ჩვენი ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით შეუძლებელი შევძელით. ჩვენ დავამარცხეთ და ხელისუფლებიდან გავუშვით მოძალადე პოლიტიკური ძალა, ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნას მართავდა, ხალხს ჩაგრავდა, უსამართლოდ ექცეოდა მოსახლეობას. ჩვენ მათ მოძალადოებრივ მმართველობას წერტილი დავუსვით. მაგრამ დღეს რა მივიღეთ? აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო.

ყველა მოგვიწოდებდა ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. შეცდომას გამოსწორება სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებური ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს“, -განაცხადა   ღარიბაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.