ცნობილია, როდის განაახლებს მაუწყებლობას “რუსთავი 2”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ამ დროიდან დაიწყება საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” და სხვა გადაცემების ეთერში გაშვება. ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი ასევე დატოვა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გადის,  შეჩერებულია  სხვა გადაცემებიც.