დააკავეს შამანი, რომელიც პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში ფეხით მიდიოდა

ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე  იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი დააკავეს, რომელიც მოსკოვში პუტინის „განსადევნად“ მიდიოდა. ინფორმაციას  ბიბისი ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ,  რომ პოლიცია ორი ავტობუსით მოვიდა და შამანი თავისი ურიკით წაიყვანა. ზოგიერთი კი იმასაც აცხადებს, რომ შამანი უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

ალექსანდრ გაბიშევმა თავისი მსვლელობა წელს  მარტში დაიწყო და უკვე 2 800 კილომეტრზე მეტი გაიარა.