საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “კაბელების საქმეზე” “პასუხი არ უგია მას, ვინც დანაშაული ჩაიდინა”.
ეს დასკვნა კობახიძემ “საქმეში ჩახედვის” შემდეგ გამოიტანა. კობახიძემ ამასთან დაკავშირებით “ტვპირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურმა განმარტა, რომ კობახიძე საუბრობდა საქმის იმ მასალებზე, რომელსაც საიუდმლო გრიფი არ ადევს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ აღაშფოთა “კაბელების საქმეზე” დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია: პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქმის მასალებს იცნობს, გრიფით საიდუმო მასალებზეა საუბარი – მერე მიხვდნენ, რომ სიმართლე წამოცდა და თქვეს, რომ ნახევრადგრიფირებული საქმის მასალებს იცნობენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ამაზე გამოძიება”, განაცხადა ლევან სამუშიამ ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში”.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო, თუმცა პროკურატურის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო, შედეგად კი, 102 872 ლარი გაიფლანგა. ამ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს 2016 წლის 16 მაისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.