დაჭრილია ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის უწყების ორი თანამშრომელი

{{ARTICLEIMAGE}}
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი.

როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დადგენილია ბრალდებულების ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.