“დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას,ეს არ არის თანასწორობა”-კუკავა


არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბლოკების გაუქმება პრაქტიკულად ხელისუფების არჩევნების გზით შეცვლის შანსს მინიმუმამდე წევს.

თანასწორი საარჩევნო კამპანიის გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს კახა კუკავა. ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, არც საეთერო დრო და არც დაფინანსება თანაბრად გადანაწილებული არ იქნება.

„მედიის აგრეთვე ფინანსების მარეგულირებელ წესებში უნდა იქნას შემოღებული ზედა ზღვარი. აუცილებელი არის, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოგვეცეს თანასწორი საშუალება, რომ ვიდებატოთ ეთერებში დაახლოებით თანასწორი საშუალება,რომ დავაფინანსოთ ჩვენი კამპანია. ის რაც დღეს ხდება როდესაც სამ პარტიას დაგროვებული აქვთ ხაზინის ნაძარცვი ათეულობით მილიონები და მე დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის თანასწორობა,“-ამბობს კახა კუკავა.