დეპუტატის ინფორმაციით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

{{ARTICLEIMAGE}}
მმართველი პარტია”ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. დეპუტატის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რასაც ჭიჭინაძე ბესელიას მიმართ სადამსჯელო კამპანიას უწოდებს და მას პირდაპირ უკავშირებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ამ კამპანიის გამო პაუსხიმებლობას კი პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრებს. ჭიჭინაძემ დღეს ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, ჰკითხონ ირაკლი კობახიძეს, თუ რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე. დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოდიში სწორედ ბესელიასა და ბიძინა გეგიძეს მოუხადა და დარწმუნებულია, რომ კობახიძე მომავალშიც ბევრჯერ მოიხდის ბოდიშს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატის განცხადებით დაინტერესდება. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, ამ ამბავს, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.