“დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, დღეს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. როგორც კალაძე აცხადებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

“კომპრომისს რაც შეეხება, დაველოდოთ მოლაპარაკებებს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ძალიან ბევრ თემაზე მიმდინარეობს საუბარი, თუ როგორი სისტემა უნდა იყოს და როგორი იქნება. პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ საქართველოში. პოლიტიკური პატიმრები გვყავდნენ 2012 წლამდე და დღეს ისინი არ გვყავს საბედნიეროდ”, – განაცხადა კალაძემ.