დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბიბისის ცნობით, გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი. მას ბოლო პერიოდში  ქვეყანა არ დაუტოვებია.

ბოლო მონაცემებიით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 116 შემთხვევაა გამოვლენილი.