რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს დილით ეთერში არ გასულა. ცხრა და ათ საათზე კურიერის ნაცვლად ეთერში სერიალი გავიდა.
კურიერის ბოლოს გუშინ, საღამოს ცხრა საათზე რამდენიმე წუთით გავიდა. პირდაპირ ეთერში წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი მაყურებელს დაემშვიდობნენ და არხი დატოვეს.
შეგახსენებთ, დღეს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, ტელეკომპანიის სახეები და წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას განმარტებით, მათი გათავისუფლების მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია.