დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა თანატოლებთან ერთად სახურავზე სათამაშოდ ავიდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელოვამდე მიყვანას გულისხმობს.