{{ARTICLEIMAGE}}დუბაიში ახალი ცათამბჯენის „ბურჯ ჯუმერას“ მშენებლობა იწყება. შენობა სიმაღლეში 550 მეტრი იქნება და ქვეყნის მმართველის, ემირის შეიჰ მუჰამედის თითის ანაბეჭდის ფორმა ექნება.
დეველოპერების თქმით, შენობის ფასადი ციფრული დისფლეით იქნება დაფარული, რომელსაც სხვადასხვა დღესასწაულებზე გამოიყენებენ.
გეგმის მიხედვით, ცათამბჯენი დუბაიში სხვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ცენტრი გახდება. იქ გაიმართება აგრეთვე სამხატვრო და სხვა სახის გამოფენები.