დუმის დეპუტატები ითხოვენ, გიორგი გაბუნია რუსეთს გადაეცეს

რუსეთის დუმის  დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის  გიორგი გაბუნიას რუსეთისთვის გადაცემას ითხოვენ. ამის შესახებ რუსულ მედიასთანრუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისი აზრით, გაბუნიამ პასუხი რუსული სასამართლოს წინაშე უნდა აგოს.

„დუმის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და მას ყველამ დაუჭირა მხარი, რომ ქართველი ჟურნალისტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ის რუსეთს უნდა გადმოეცეს, იმისთვის რომ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდეს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, სად მოიხდის ის სასჯელს – რუსეთში თუ საქართველოში“, – განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატების გაღიზიანება, გიორგი გაბუნიას განცხადებას  მოჰყვა, რომელიც მან გუშინ “პოსტ სკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ტელემიმართვის ტექსტი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მშობლების გინებას შეიცავდა.