დუმის დეპუტატმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინთან ერთად სხდომას დაესწრო

ლიბერალ დემოკრატიული პარტიის წევრმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი კატასონოვმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო.

მან საფრანგეთში იმოგზაურა, თუმცა ორ კვირით თვითიზოლაციაში არ დარჩა. ამის შესახებ მისი პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირენოსვკიმ განაცხადა.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ კატასოვი დუმის რამდენიმე სხდომას დაესწრო, მათ შორის იმას, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.

,,კატასონოვი გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ის შეიძლება უკვე ვირუსის მატარებელი იყოს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა”, – თქვა ჟირინოსვკიმ.

კატასონოვის გამო დეპუტატების ნაწილი კარანტინში არიან მოთავსებულები.

დეპუტატი ამბობს, რომ საფრანგეთში მაშინ იმყოფებოდა, როცა ქვეყანა მაღალი რისკის ზონად არ იყო გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, პუტინის გამოსვლისას ტრიბუნიდან შორს იჯდა და საეჭვოა, რომ მას შეეძლო პრეზიდენტისთვის რაიმე ზიანის მიყენება.