სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ქართული ოცნების უსაფრთხეობის სამსახურის ხელმღვანელი, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მას ბევრი აქვს სათქმელი პანკისის სპეცოპერაციაზე და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ახმედ ჩატაევი მოკლეს.
“პირადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გავაკეთო, მეგობრებმა და ახლობლებმა ისედაც იცით იმის მიზეზი რაზეც ქვემოთ დავწერ:
მოკლედ,მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან,რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ,რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის(არა მარტო) სპეცოპერაციის დროს.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა!!!! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა,ის რაც არ იცის საზოგადებამ და ის რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა( იმედია მალე!!!),მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას. დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად, თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ.ის ხალხი რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს!!
ამ ხალხში არიან, როგორც დაინტერესებული და დავალება მიღებული პერსონები, ასევე “გუნდის” წევრებიც, ასე რომ დაველოდოთ,მალე გაიგებთ სიმართლეს,ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს,მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს,პირიქით უთქმელობა აზიანებს ქვეყანას….
სიკეთე,სიხარული, სიყვარული და სითბო გააზიარეთ“– წერს სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილს ბრალს სდებენ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დაგეგვაში, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.