ძებნილი ნებაყოფლობით ჩაბარდა: დიდი ბრიტანეთი ქართულ პოლიციას მადლობას უხდის

{{ARTICLEIMAGE}}
დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში, “ბრიტანეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით” მოკლე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

ამ განცხადებას წინ უძღოდა “შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ” – სწორედ ამ სათაურით იკითხება ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე:

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები”.