რუსთავი2–ის ახალ მფლობელს ეთერიდან 20 ივნისის პრომოს ამოღებას და ძველი თანამშრომლების გაშვებას თხოვენ

რუსავი2–ის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და ახალ დირექტორს, პაატა სალიას არხის ეთერიდან იმ ვიდეოს ამოღებას თხოვენ, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს ასახავს და არხის ეთერში დღეში რამდენჯერმე გადის. ამ მოთხოვნით “საერთო გაზეთი გამოდის.“ მის შესახებ ის არის ცნობილი, რომ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაა და ასავალ–დასავალის სტამბაში იბეჭდება. გაზეთი მიმართვას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:

“ბატონ ქიბარ ხალვაშს

ბატონ პაატა სალიას
ბატონებო,
კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხსენით საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები, რომლებიც უკვე 47-ე დღეა „კურიერის“ დაწყებამდე დღეში ხუთჯერ ტრიალებს ეთერში.
ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება _ შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, სისხლიანი ანგარიშსწორება.
აბა, დავფიქრდეთ_ ამ კადრების ნახვის შემდეგ რომელი ინვესტორი დათანხმდება აქ ფულის ჩადებაზე, ან რომელი ტურისტი გარისკავს ჩამოსვლას? ან როგორ მოხდება ლარის დასტაბილურება და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები? ასე რომ, დაბეჯითებით გთხოვთ, მოხსენით ეს კადრები ეთერიდან.“

„საერთო გაზეთის“ რედაქცია

წერილის კომენტატორები ქიბარ ხალვაშს არხზე პოლიტიკის სასწრაფოდ შეცვლისა და ძველი კადრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

ამ მიმართვას და კომენტარებს ტელეკომპანია რუსთავი2-ის საინფორმაცი სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას კურიერის 20 ივნისის პრომოს ეთერიდან მოსხსნას, არხის გაწმენდასსსს და ჟურნალისტების გაშვებას სთხოვენ. დაიწყო კოლექტიური წერილები ტროლებით და ბოტებით ომი.”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

ეს არის ვიდეო, რომლის რუსთავი2–ის ეთერიდან მოხსნას ითხოვენ.

პოპულარული

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

კრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეიარაღებული პირი, რომელმაც შაბათს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე,...

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის...

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით,...

ყველა ამბავი

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს." ჯგუფური...

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა თელავში,...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან,...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს, რის შემდეგაც დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკის...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა...

ვცადეთ რუსეთი დაგვეყოლიებინა, ჩვენსინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე. პასუხად მივიღეთ რომ რუსეთის ლიდერი გარაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს – ზელენსკი

"ვცადეთ რუსეთი დაგვეყოლიებინა, ჩვენსინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე. პასუხად მივიღეთ რომ რუსეთის ლიდერი გარაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს" - უკრაინის პრეზიდენტმა...

მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა..ესეთი ცენზურა ეკლესიასთან მიმართებაში, ალბათ მარტო კომუნისტების დროს იქნებოდა – არქიმანდრიტი დოროთე

მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა - ამის შესახებ არქიმანდრიტიმა დოროთემ (ყურაშვილი) განაცხადა."მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა. მან...

როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა – კობახიძე

"როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა " - ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე"ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის...

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის...