ე.წ. ქუჩური გარჩევა ვაკეში -ნაფარეულის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი არავინ არ არის. ადგილზე სამართალდცავები იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.