ეკა ბესელიას საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს

{{ARTICLEIMAGE}}
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელია საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სირთულეებს სჭირდება ლაპარაკი და მმართველი გუნდი ამისთვის ყველა არსებული ფორმატის გამოყენებას გეგმავს. იქნება თუ არა ეს ფორმატი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დონეზე, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ასეთი სხდომა გაიმართოს.

“მაქსიმალურად რბილი და მოზომილი საუბრით ვუდგებით გუნდის წევრებს და დღესაც ასე ვაპირებთ მსჯელობას. რაც უფრო ეფექტური ფორმატი იქნება, ის იქნება არჩეული. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპები იყოს დაცული – დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გუნდურობის პრინციპი, მაგალითად ის, რომ კონკრეტულ დეპუტატებს ტყული ინფორმაცია გამოჰქონდათ გარეთ, ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ”,ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ დღეს კონკრეტული დეტალების გაშლა არ სურს. 

როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მედიასთან საკუთარი გეგმების და პოზიციის შესახებ ის დღეს ისაუბრებს. ბესელიამ პირველი განცხადება წუხელ საშობაო ლიტურგიის დროს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.  ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.