ეკა ბესელია უზენაესის მოსამართლეების უვადოდ არჩევის შემდეგ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“ვულოცავ, რომ მან ოფიციალურად გაურიგდა ძალადობრივ წარსულს და 9+8 ასე შეგვიძლია დავსვათ ტოლობა. კლანმა გაიმარჯვა, მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა, მათ შორის ისინი, ვინც 2012 წელს პარლამენტში იყო. რადგან იურიდიული კომიტეტი გახდა კლანის გამტარი, ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა”, -განაცხადა ბესელიამ.