ეროვნულმა ბანკმა 32 800 000 დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 32 800 000 დოლარი გაყიდა- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.