ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს- კობახიძე უგულავას დაპატიმრებაზე

,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შიგნით და მის გარეთ არა საქმის შინაარსზე, არამედ დროსთან დაკავშირებით ისმება კითხვები.

,,ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური. საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება”, – ამბობს კობახიძე.

გიგი უგულავას დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა უზენაესმა სასამართლომ შეუფარდა. ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.