“ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე ყველა ღვთისმგმობებს რომ თავი მოაჭრას”- დეკანოზის აგრესიული ქადაგება (ვიდეო)

“ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე ღვთისმგმობებს რომ თავი მოაჭრას”- ეს განცხადება მრევლთან დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა ქადაგებისას გააკეთა.

ბასილ ახვლედიანის აგრესიული ქადაგება, რომელიც  მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელდა და  საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.  

სასულიერო პირი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯა სირცხვილი არაა და მეფემ, რომელიც მომავალში საქრათველოს ტახტზე ავა  ხმლით უნდა მოაჭრას თავი ყველა ღვთისმგმობელს საჯაროდ.

„დღეს გვაქვს ტელევიზია, დავუშვათ იგივე რუსთავი2 თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ასევე ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც უბრალოდ, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი მივიდეთ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და აღვუდგეთ წინ თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელმწიფო გვეუბნება რომ ეს არის 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები. მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, მირონცხებული სათავეში, რომ დაიყენოს ყველა მოედანზე ღვთის მგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთხელ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმში ინახება. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.“- აცხადებს დეკანოზი