ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი: ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს

{{ARTICLEIMAGE}}
ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი დარწმუნებულია, გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. როგორც მან დღეს “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დროის საქმეა, მაგრამ იცის და აქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს. 

“მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე, ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი”, განაცხადა დათუნაშვილმა.