Facebook-ი 45 000-მდე თანამშრომელს $1000 ოდენობის ბონუსს გადასცემს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი Facebook-ი თავის 45 ათასმდე თანამშრომელს კორონავირუსის პანდემიის დროს მხარდასაჭერად 1000 დოლარს დაურიცხავს.

აღნიშნულ პრემიას მხოლოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები მიიღებენ, მათ შორის ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას დისტანციურად ასრულებს.

კომპანიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კვლავ გააგრძელებს იმ თანამშრომლებისთვის ხელფასის იგივე რაოდენობით გადახდას, ვისაც დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო, იგივე დატვირთვით მუშაობა არ უწევთ. მაგალითად, დამლაგებლებს და კაფეტერიის თანამშრომლებს.

კომპანია Securities and Exchange Commission-ის მიხედვით, Facebook-ის თანამშრომლების წლიური საშუალო ხელფასი დაახლოებით 228,651 აშშ დოლარია.

ცნობისთვის, დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანებმა, როგორიცაა Twitter-ი, Google-ი, Facebook-ი, Amazon-ი, თანამშრომლებს გასულ კვირას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდეს, თუკი მათ სამსახურში დაკავებული პოზიცია ამის შესაძლებლობას აძლევდათ.