ფეისბუქი „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს

ფეისბუქი „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს-ამის შესახებ სპეციალურ კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.მისი თქმით, სერვისი ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბოლოს ამოქმედდება.ასევე დაემატება კიდევ 14 ქვეყანა, სადაც ფეისბუქის მომხმარებლები აღნიშნული ფუნქციით ისარგებლებენ.

“საიდუმლო ქრაშის” საშუალებით ფეისბუქზე ცხრა მეგობრის არჩევა იქნება შესაძლებელი.

თუ მათ აღნიშნული სერვისი გააქტიურებული აქვთ, ისინი შეტყობინებას მიიღებენ იმის შესახებ, რომ რომელიღაც მეგობარი მასზე “დაქრაშულია”, ხოლო თუ ამ მეგობრის საიდუმლო სიაში ერთმანეთი შეიყვანეს, ვინაობები მათთვის ცნობილი გახდება.

როგორც ფეისბუქის წარმომადგენლები ირწმუნებიან, პირადი მონაცემები დაცული იქნება და სოციალური ქსელი არ შეაგროვებს მონაცემებს საიდუმლო ქრაშების შესახებ.

ამ ეტაპზე, „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქცია ხელმისაწვდომია კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდში, არგენტინასა და მექსიკაში, სადაც Facebook Dating-ით სარგებლობა შეიძლება.

დღეიდან კი, ეს სერვისი კიდევ 14 ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ბრაზილიასა და მალაიზიაში. ჩამონათვალში საქართველო ვერც ამჯერად მოხვდა, შესაბამისად ფეისბუქის ინოვაციური ფუნქციით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ისარგებლებთ.