ფოთში სასამართლოს მანდატურმა თავი მოიკლა

ფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა თავი მოიკლა. 

40 ლევან ქირიამ, რომელიც მანდატურად მუშაობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობამდე მან წერილი დატოვა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.