გადახედავს თუ არა სტრასბურგის სასამართლო რუსთავი2–ის საქმეს დღეს გახდება ცნობილი

გადასინჯავს თუ არა “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით დიდი პალატა სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილ ვერდიქტს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.

საქმის განხილვა “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

18 ივლისს სტრასბურგმა დაადგინა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.