გამარჯვება თუ გინდა, მოდი გამარჯვებით, გაიმარჯვე- ვოლსკი უგულავაზე

,,გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გამარჯვებით, გაიმარჯვე”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი გიგი უგულავაზე.

მისი თქმით, თუკი გამარჯვება და სიტუაციის შეცვლა გინდა, საარჩევნო პაექრობაში უნდა ჩაერთო.

,,თუკი შეგიძლია, გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია, ჩაერთე მაშინ საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში და იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, რომ – “დაივიწყე, იცი, არაუშავს, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ”.

ძალიან მიმძიმს მე იგივე გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ციხეში ჯდომა, გამოკეტვა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი, გამარჯვებით, გაიმარჯვე”,- აცხადებს ვოლსკი.

ის ,,ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიასაც მიმართავს, დაუსახელოს ერთი საარჩევნო ოლქი, რომელშიც კენჭს იყრის და გაიმარჯვებს.

,,ან ეს ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში – გაიმარჯვოს. აგერ მივმართავ თქვები ეთერით, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე, ულტიმატუმის თემა და მესამე- რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი. მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი”,- ამბობს გია ვოლსკი.