განაჩენის გამოცხადებისას რუსმა მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვიქტორ სვირიდოვმა მოსკოვში, სასამართლო დარბაზში თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც მას გამოძალვის ბრალდებით განაჩენი გამოუტანეს.  ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს. სვირიდოვმა მოახერხა, რომ სასამართლო დარბაზში იარაღი შეეტანა.

სვირიდოვს ბრალად ედებოდა, თავისი მოადგილისთვის 10 მილიონი რუბლის გამოძალვა. მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სვირიდოვს კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, რის გამოც, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა.

მედიის ცნობით, სვირიდოვმა იმიტომ შეძლო იარაღის შეტანა დარბაზში, რომ მეტალ დეტექტორი არ ამოქმედდა.