გენერალურ პროკურორად შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მას დეპუტატები 14:00-დან უსმენდნენ. მოსმენა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შოთაძემ უმრავლესობის 8 ხმა მიიღო. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დამოკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციამ.

შოთაძის კანდიდატურას კენჭს ხვალ, 18 თებერვალს, სესიაზე უყრიან. მას პარლამენტის დეპუტატთა 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.