ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასი ლარიდან ღამის მერმა 121 ათასი აიღო

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტიდან ღამის მერიის შენახვაში 215 ათასი ლარი გამოიყო, აქედან სერგი გვარჯალაძემ ხელფასის სახით 121 ათასი ლარი აიღო: 2018 წელს – 51 460 ლარი, 2019 წელს – 69,680 .

გვარჯალაძის ყოველთვიური ხელფასი 5200 ლარი იყო.

,,ღამის მერიაში” დასაქმებულ თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება, სერგი გვარჯალაძის ხელფასის გამოკლებით 94,000 ლარი შეადგინა.

2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.