გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა ის დაკავებული არ არის. როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დავით ხეჩუაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.
2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი აფეთქებისას დაშავდნენ ავტომქანაში მყოფი გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და რამდენიმე გამვლელი.