გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, სირცხვილის კორიდორში რომ არ გაიარონ-უგულავა

ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილები.