გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალი დაიღუპა

გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი  სახლის აბაზანაში ნახეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.