“გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან ერთად?” – მდინარაძე ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე

როცა „გაუბაზრდათ“ ეს ამბავი, ახლა შეიძლება მილიონი პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, გაემიჯნოს, დაგმოს, ზოგმა თქვას, რომ ჩვენ ვერაფერზე ვთანხმდებით, ერთის გარდა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ფაქტს ვერაფრით ახსნის და აღმოჩნდება, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.

„გაერთიანდნენ, დასახეს საერთო მიზნები და უცებ გაუმჟავნდათ, რომ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მოსკოვში. საერთოდ რომ არ გავაკეთოთ კომენტარები, ხალხი ყველაფერს ხედავს, ის ხალხი, რომელზეც როგორც ჩანს, აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა. გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან ერთად? იმიტომ, რომ აქაც აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა კიდევ უფრო ყველაფერი. ნინო ბუჯანაძე შეიძლება გასაგები იყოს, ამბობს, რომ ამ ხალხს ელაპარაკება, მაგრამ ეს ვითომ დასავლეთის მოყვარული, ფსევდოდასავლური ძალები რომლებიც თავის დროზე ოკუპირებულ ტერიტორიებს აბარებდნენ და შემდეგ „უპრავებდნენ“ , დღეს სხედან ამ ადამიანთან ერთად და საერთო მიზნებს ისახავენ.

როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მიმართეს მეზობელ ქვეყანას. ვერაფრით ახსნიან ამ ყველაფერს, ჩუმად მოსკოვში ვიზიტი მაინცდამაინც ამ დროს, თორემ გაკვირვებით არავის არაფერი გვიკვირს ზოგადად, რომ კონკრეტული ადამიანი კრემლში შეხვედრებს მართავს. დიდი ხანია არ გამართულა ასეთი შეხვედრა და მაინცდამაინც ახლა, როცა შეკრეს 6000 ადამიანი, შემდეგ 20-20-მა კაცმა ირბინა პარლამენტთან წინ და უკან და ახალგაზდებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მართლაც გულწრფელი პროტესტის გძნობა, ამათაც კი ატყუებენ და აღმოჩნდება, რომ თურმე რუსულ საქმეს აკეთებენ, რუსეთში დადიან მოლაპარაკებებზე.

ძალიან ცუდია, არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენო ჟარგონი – როცა „გაუბაზრდათ“ ეს ამბავი, ახლა შეიძლება მილიონი პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, გაემიჯნოს, დაგმოს, ზოგმა თქვას, რომ არ იცოდით ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდა? რომ ჩვენ ვერაფერზე ვთანხმდებით ერთის გარდა, შეიძლება იყოს საუბარი რომ ჩვენ უნდა შევიკრათ ივანიშვილის წინააღმდეგ. ვინ? – რუსეთი ივანიშვილის წინააღმდეგ? რუსეთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პარალელურად და ა.შ. ? ეს არის რეალობა რომელიც შემოგვთავაზა ოპოციზიურმა ერთობამ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.