“გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დაფიქსირდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.