“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა.გვარამიას თქმით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები აგრესიულები არიან. გვარამიას თქმით, პროკურორებს არ სურთ სიმართლის დადგენა და მათ დავალების შესრულება უნდათ.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.