ჰქონდა თუ არა ნარკოტიკები სასულიერო პირს – რას აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის შესახებ საპატრიარქოში განმარტებას აკეთებენ, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსის მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დაკავებული ბერი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ არის.

“აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არც მონასტერში ცხოვრობდა  და არც  ეკლესიაში მოღვაწეობდა.  მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა დეკანოზმა.

ჯაღმაიძის ინფორმაციით, სასულიერო პირი ალკოჰოლს მოიხმარდა. მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

„ გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერის კაცი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.