ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 ადამიანი გუშინ ღამე  შეიყვანეს.

23 პაციენტს შორისაა ის 12 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.