ირაკლი ოქრუაშვილს თავდებად ცნობილი ჟურნალისტები დაუდგნენ

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი  აცხადებს, რომ ის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და ოქრუაშვილის 500 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს. ამის შესახებ ადვოკატმა შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე დააყენა. 

მისი თქმით, ბრალდებულს თავდებში, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და პაატა დავითაია უდგებიან.

სხდომამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების განცხადებითაც, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.