NDI-ის კვლევის მიხედვით 83% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა,Nato- ში გაწევრიანების – 78%

{{ARTICLEIMAGE}}NDI-ის გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9% არ უჭერს.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13 პროცენტი არ უჭერს.

გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,%-ს შეადგენს.