{{ARTICLEIMAGE}}
INSTAGRAM-მა თავის მომხარებელს ახალი ფუნქცია დაუმატა. დღეიდან თქვენ პირად შეტყობინებებში ხმოვანი მესიჯის გაგზავნა შეგიძლიათ.
დღესდღეობით, ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა გასაკვირი თითქმის არავისთვის აღარ არის, თუმცა აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა იმის გათვალისწინებით, რომ დეველოპერებმა ე.წ ”Walkie-Talkie”-ს რეჟიმი დაამატეს, რაც იმას გულისხმობს, რომ სიარულისას აუდიო შეტყობინების გაგზავნა ბევრად კომფორტულია.
აუდიოშეტყობინებების რეჟიმი პირად მიმოწერაში ორივე, Android-სა და iOS პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება.