“ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა”-ნიკა გვარამია

“ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა”- “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია  ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას მთავრობის მიერ განხორციელებულ წეზოლას უკავშირებს.

“ის, რასაც ბატონ ავთო წერეთელს ივანიშვილის რეჟიმი უწყობს, სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა!!! ეს ასაკოვანი კაციც, საოცრად უმკლავდება ამ განსაცდელს და არ მარცხდება! ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მის ბრძოლაში გარდაუვალ გამარჯვებას! მართალი და გამბედავი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს მშიშარა ნაძირლებთან!

ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა მას, Vatoს და ტვ პირველს!”-წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ” ტვ პირველის” ერთ-ერთი მეწილის ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.