კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 475-ით გაიზარდა

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 475-ით გაიზარდა და თითქმის 3 000-ს მიაღწია. იუწყება BBC-ი.

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 35 713 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 4000-ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.