იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე განიკურნა- ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირდა, უკვე განიკურნა.

მისი თქმით, კარანტინის გავლის შემდეგ ის საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

,,იტალიაში იყო ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც უკვე განკურნებულია, უკვე გამოეწერა, ჩვენ მასთან გვაქვს კავშირი, მას ჩვენი საელჩო დაეხმარა, რათა ჯანდაცვის შესაბამისი სერვისი მიეღო, იგი გაივლის გარკვეულ საკარანტინო პროცედურებს და ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს”,- ამბობს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 1016-ია. საქართველოში ვირუსით 25 ადამიანია დაავადებული.